დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ჰარი სტაილსის კონცერტებზე ვარსკვლავის ფანებთან ინტერაქცია არავის უკვირს, თუმცა ნიუ-იორკში გამართულ კონცერტზე ჰარის ყურადღების მიქცევა ფანებმა უცნაური ხერხით სცადეს. მას სცენაზე ქათმის ხორცის ნაჭრები ესროლეს და სთხოვეს, ეჭამა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ჰარი გაოცებული დარჩა და მომხდარს "საინტერესო მიდგომა" უწოდა, შემდეგ კი იკითხა, ვინ ისროლა ქათმის ხორცი სცენაზე. ფანებმა ჰარის დაუყვირეს: "ჭამე, ჭამე", რაზედაც ვარსკვლავმა უპასუხა: "ქათამს არ ვჭამ. ხორცს არ ვჭამ".
ჰარიმ ერთ-ერთი ნაჭერი აიღო, მაგრამ მის ჭამაზე უარი განაცხადა. ფანებს უთხრა, რომ ქათამი ცივი და ძველი იყო. შემდეგ მომღერალმა მოთხოვნისამებრ ქათმის ხორცის ერთი ნაჭერი აუდიტორიას ესროლა, თუმცა სთხოვა, არ მოეძებნათ და არ ეჭამათ.
— ♡ k HEARD MEDICINE! ♡ (@kiwik94) August 28, 2022