1746733863
უბერებელი „ჰადე“ – სერიალ „კლონის“ 47 წლის ვარსკვლავი ულამაზეს ფოტოებს გვიზიარებს

ჯოვანა ანტონელი ახლა საჯაროდ უფრო აქტიურია, ვიდრე წლების წინ, როცა მისი მონაწილეობით, სერიალი „კლონი“, მსოფლიოს პოპულარულ ტელეარხებზე გადიოდა.
47 წლის მსახიობის „ინსტაგრამს“ უამრავი გამომწერი ჰყავს და ლათინურამერიკული სერიალების ვარსკვლავიც არ უშვებს შანსს ხელიდან, გააოცოს გამომწერები.
ამჯერად 47 წლის მსახიობი სარკის წინ, საცურაო კოსტიუმში პოზირებს. ის იმდენად მშვენიერია, რომ თითქოს „კლონის“ გამოსვლიდან დღემდე, არც არაფერი შეცვლილა.
მეორე ფოტოზე, „ჰადეს“ როლის შემსრულებელი, საკუთარი სახლის აივანზე პოზირებს, სადაც მას ღია ფერის პერანგი აცვია.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „იპოვეს ერთი ცხედარი“ - რა ვითარებაა ახლა სტიქიის ზონაში (კადრები თურქეთიდან)
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
„აღმოსავლური სილამაზისა და სულიერების გული” - რა კადრებს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე