1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
თურქეთის ქირქლარელის პროვინციაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. როგორც სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება, მაშველებმა ქირქლარელის პროვინციაში ოთხი დაკარგული ადამიანიდან ერთ-ერთის ცხედარი იპოვეს. კიდევ სამი ადამიანის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების სამსახური, პოლიცია და სამხედროებიც.
წყალდიდობა ქირქლარელის პროვინციაში, დემირქოის რაიონში გუშინ დაიწყო. შედეგად, დროებით ჩახერგილი იყო საავტომობილო გზა.
სტიქია იყო სტამბოლშიც, სადაც უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი. კიდევ 12 მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაიტბორა სახლები, ხიდები და გზები.