„თუ გსურთ, რომ მოვხვდე ტოპ 20 კონკურსანტს შორის...“ - ნუცა ბუზალაძე გულშემატკივრებს მიმართავს

ნუცა ბუზალაძე

ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც ამერიკული მეგა პროექტის American Idol-ის მონაწილეა, გულშემატკივრებს კვლავ მიმართავს:

„ორშაბათს დაიწყება @americanidol -ის მიმდინარე სეზონზე ხმის მიცემა! თუ გსურთ, რომ მოვხვდე ტოპ 20 კონკურსანტს შორის თითო ადამიანმა 30 ხმა უნდა მომცეთ! 
ამისთვის არსებობს 3 გზა: 
მაქსიმუმ 10 ხმა - ონლაინ მისამართზე (ერთჯერადი რეგისტრაციის გზით): AmericanIdol.com/vote,

მაქსიმუმ 10 ხმა - სპეციალური აპლიკაციით: American Idol app

მაქსიმუმ 10 ხმა ტექსტური შეტყობინებით ჩემს ნომერზე რომელიც ორშაბათს გვეცოდინება და დავწერ! მართლა თქვენი იმედი მაქვს" - წერს ბუზალაძე.