„ტიკტოკერი“ მილიონერები - ნახეთ, ვინ რამდენს და როგორი ვიდეოებით გამოიმუშავებს

ტიკტოკი

რომელი „ტიკტოკერები“ არიან ყველაზე პოპულარულები და რამდენი აქვთ მათ თითო პოსტიდან შემოსავალი, ამ კითხვაზე opper HQ-მ, „ტიკტოკის“ ყველაზე მდიდარი ინფლუენსერების სია შეადგინა. ამ ადამიანებს ერთ ვიდეოში ცნობილი ბრენდები ასიათასობით დოლარს უხდიან. 

გთავაზობთ მილიონერი „ტიკტოკერების“ ჩამონათვალს:

  1. ჩარ­ლი და­მე­ლიო - მისი ქონება 28 მილიონადაა შეფასებული.  იმის­თვის, რომ დამელიომ ერთი ვიდეო დადოს და გამომწერებს გაუზიაროს, სპონ­სორები 151.411$-ს იხდიან. ის ცეკვის ციდეობით გახდა პოპულარული.

2. ქაბანა ლამე 

მას „ტიკტოკზე“ ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს. კომიკოსის ერთი ვიდეო 131,999 აშშ დოლარს გამოიმუშავებს. ქანაბას ორიგინალური და სასაცილო სკეტჩები აქვს.

3. ედი­სონ რეი

ედისონი ფილმშიც კი გადაიღეს. მისი პოპულარობა „ტიკ-ტოკიდან“ დაიწყო. მას 88 მილიონი გამომწერი ჰყავს.  სარეკლამო ვიდეო 93 253 დო­ლარი ღირს. მისი ქონება კი უკვე 21 მილიონს აღემატება.

4. ბელა პორ­ჩი

ბელას 90 მილიონი გამომწერი ჰყავს. მისი თითო პოსტი სპონსორებს 95,614$ უჯდებათ.