საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1731603238
ჰვანგ დონგ-ჰიუკი, Squid Game-ს რეჟისორი, აცხადებს, რომ ემის მფლობელი სერიალის პირველი სეზონის გადაღება მისთვის იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ სტრესის გამო რვა-ცხრა კბილი დაკარგა.
BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში რეჟისორმა მეორე სეზონის გადაღებაზე ისაუბრა. სწორედ იმიტომ, რომ პირველი სეზონი მისთვის ამდენად სტრესული იყო, სერიალის გაგრძელების იდეა მისთვის არც თუ ისე მომხიბვლელად გამოიყურებოდა. ჟურნალისტის კითხვაზე, რამ გადააწყვეტინა Squid Game-ზე მუშაობის გაგრძელება, ჰვანგ დონგ-ჰიუკმა თქვა, რომ ამის რეალური მიზეზი ფულია.
"მიუხედავად იმისა, რომ პირველმა სეზონმა საერთაშორისო წარმატება მოიპოვა, ბევრი ფულის შოვნა ვერ შევძელი, ამიტომ, კომპენსაციის მიზნით, მეორე სეზონიც უნდა გადამეღო," — ამბობს რეჟისორი.
სამხრეთ კორეული ტრილერი სასიკვდილო შეჯიბრების ამბავს მოგვითხრობს, რომელში მონაწილეებსაც ერთი საერთო აქვთ — ყველა ფინანსურ პრობლემებშია გახვეული, ამიტომ შეჯიბრის პრიზისთვის, $32.4 მილიონისთვის, ბრძოლა სიკვდილის ფასადაც უღირთ. პირველი სეზონის დასასრულისთვის პერსონაჟთა უდიდესი ნაწილი შეჯიბრს შეეწირა, ერთადერთი გადარჩენილი კი სონგ გი-ჰუნი აღმოჩნდა, რომლის როლსაც ლი ჯუნგ-ჰე ასრულებს.
Squid Game-ის მეორე სეზონი 26 დეკემბერს გამოდის და მისი ყურება ნეტფლიქსზე იქნება შესაძლებელი.