Spotify-მ გასული წლის ყველაზე პოპულარული მეტალ-ალბომი გამოავლინა

Spotify

გასული წლის განმავლობაში მეტალის მოყვარულები Spotify-ზე ყველაზე ხშირად ინგლისური ჯგუფის Sleep Token-ის ალბომს Take Me Back to Eden უსმენდნენ. ამის შესახებ Metal Hammer-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მაისში გამოსულ ალბომს სტრიმინგზე თვიურად 3 131 019 მსმენელი ჰყავდა, ჯამში კი წლის განმავლობაში ჩანაწერს 357 324 681-ჯერ მოუსმინეს. ამ მაჩვენებლით ანონიმურმა ჯგუფმა ლონდონიდან Metallica-ს ბოლო ალბომს, 72 Seasons-საც გაუსწრო, რაც დიდ მიღწევად ითვლება.

ამასთან, Take Me Back to Eden არაერთმა გამოცემა წლის საუკეთესო ალბომად აღიარა.