სელინ დიონი ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე იმღერებს

სელინ დიონი

სელინ დიონი ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე იმღერებს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

აღსანიშნავია, რომ ეს მომღერლის პირველი გამოსვლა იქნება მას შემდეგ, რაც მას  იშვიათი ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. 

ნევროლოგიური დაავადების SPS (Stiff Person Syndrome) ძირითადი სიმპტომი კუნთების უკონტროლოდ დაჭიმვაა. დაავადებულებს ხშირად "ქანდაკებებადაც" მოიხსენიებენ, რადგან სიმპტომები თანდათან პროგრესირებს და ბოლოს ადამიანს სიარული და ლაპარაკი აღარ შეუძლია.

SPS-ის დიაგნოზს მილიონიდან მხოლოდ ერთ ადამიანს უსვამენ. დაავადება არ იკურნება, თუმცა მკურნალობით მისი პროგრესირების შენელება შეიძლება.