1734778532
როგორ შეცვალა ლეონარდო დიკაპრიოს ერთმა ფრაზამ ქეით უინსლეტის ცხოვრება
ქეით უინსლეტისა და ლეონარდო დიკაპრიოს ერთგულ და უპირობო მეგობრობაზე ბევრს საუბრობენ. მათ ურთიერთობას მსოფლიო მედიამ „ნამდვილი მეგობრობის სამუდამო ისტორიაც“ კი უწოდა.
ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ერთმანეთი 27 წლის წინ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანტიკული ფილმის, „ტიტანიკის“ გადასაღებ მოედანზე გაიცნეს და მას შემდეგ ერთად არიან.
ცოტამ თუ იცის, რომ მათ ერთმანეთთან დაახლოებაში დიდი როლი ლეონარდო დიკაპრიოს ერთმა ფრაზამ ითამაშა:
„იმ პერიოდში თავს ძალიან მარტოსულად ვგრძნობდი. წონის გამო ხშირად მაკრიტიკებნენ და მეუბნებოდნენ, რომ ფილმებში მხოლოდ „მსუქანი გოგოს“ როლს შევასრულებდი. საშინელებები იწერებოდა ჩემზე. როგორც ჩანს ლეომ ეს შეამჩნია. ერთ დღესაც მომიბრუნდა და ასეთი სიტყვები მითხრა - „ქეით, ბევრი ქალია, ვისაც სჯერა, რომ წარმატების მისაღწევად, იმისთვის რომ შეიყვარონ და ლამაზად აღიქვან, აუცილებლად გამხდრები უნდა იყვნენ, ეს არასწორია.
მნიშვნელოვანია, რომ სწორედ იმ ფორმაში იყო, როგორშიც ახლა ხარ". ამ ფრაზამ ჩემი ცხოვრება შეცვალა“ ქეითი ხშირად ამბობს, რომ მისი შვილები დიკაპრიოს ბიძას ეძახიან. უინსლეტის თქმით, მისი ეკრანული მეწყვილე ერთადერთი ადამიანია, რომელსაც მისი გაღიმება ცუდ ხასიათზე ყოფნის დროსაც კი შეუძლია.
ისინი ერთმანეთს „თაობის საუკეთესო მსახიობს“ უწოდებენ. გულშემატკივრებს არაერთხელ უნახავთ ლეონარდოს წარმატებით გახარებული ქეითის გულწრფელი ცრემლები. ინტერვიუებში ერთმანეთს კომპლიმენტებით ხშირად ანებივრებენ და თავიანთ მეგობრობაზე ყველგან სიამაყით საუბრობდნენ.
„ჩვენი ურთიერთობა საათის მექანიზმს ჰგავს, რომლის ნაწილებიც შეთანხმებულად მოქმედებენ იმისთვის, რომ მან მუშაობა შეძლოს. ქეითის გაცნობის პირველივე წუთებიდან ვიცოდი, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, მისი იმედი ყოველთვის მექნებოდა და არასდროს დავკარგავდი“,- ამბობს ლეონარდო.