პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნინი ბრეგვაძე ამერიკულ „ვოისში“ 12 საუკეთესო კონკურსანტს შორის მოხვდა.
ქართველ მომღერალს წინ ლაივ შოუები ელის, მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად კი, ხმები სჭირდება.
როგორც საბა ვაჩიბერიძე სოციალურ ქსელში წერს, ნინისთვის ხმის მიცემა ამერიკაში მყოფ პირებს შეუძლიათ.
„მოგესალმებით ყველას.
პირველ რიგში, დიდი მადლობა ყველას, რომ გაიზიარეთ ნინის ამხელა წარმატება. მოხვდე საუკეთესო 12 კონკურსანტს შორის, ისეთ პროექტში, როგორიც ვოისია ძალიან რთულია, თან ამ სეზონზე, სადაც ყველაზე დიდი კონკურენცია იყო, პროექტის ისტორიაში ყველაზე მეტი 4 სკამი სწორედ ამ სეზონზე მობრუნდა.
შემდეგი ეტაპი უკვე ლაივ შოუებია, სადაც თითოეული ხმა ძალიან მნიშვნელოვანია.
ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს მივმართავ ძალიან დიდი თხოვნით, გადმოწეროთ პროექტის აპლიკაცია და დარეგისტრირდეთ, 1 იმეილით 1 ხმის დაფიქსირება მოხდება მხოლოდ 1 კონკურსანტზე
ხმის მიცემა ასევე შესაძლებელი იქნება ტელეკომპანია NBC-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე.
ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება 4 დეკემბერს პირდაპირი ეთერის დასრულებისთანავე, ნიუ იორკის დროით დაახლოებით 10 საათზე და გაგრძელდება მთელი ღამე. დილით ხმის მიცემა შეწყდება.
სამშაბათს 5 დეკემბერს, პირდაპირ ეთერში დასახელდება 8 მონაწილე, რომელიც ნახევარფინალში იმღერებს.
გამოცხადდება 4 აუთსაიდერი, რომელიც იმღერებს გადარჩენისთვის. გამოსვლების შემდეგ გაიხსენება 5 წუთიანი ხმის მიცემა
სადაც უნდა მოხდეს ხმების დაფიქსირება ( ეს იმ შემთხვევაში თუ ნინი აუთსადერებს შორის მოხვდა )“, – წერს საბა ვაჩიბერიძე.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „შეუდარებელი ხარ!“ - ნინი ბრეგვაძის შთამბეჭდავი გამოსვლა ამერიკული The Voice-ის „რინგზე“
„შენ ნამდვილი ვარსკვლავი ხარ…“ – ნინი ბრეგვაძემ ამერიკულ “ვოისში”ჟიური კვლავ აღაფრთოვანა