რატომ არასდროს ჩნდება ევა მენდესი რაიან გოსლინგთან ერთად ღონისძიებებზე და რა არის მათი 13 წლიანი ბედნიერი ურთიერთობის საიდუმლო

რაიან გოსლინგი და ევა მენდესი

მსოფლიოსთვის ის რაიან გოსლინგი ან უბრალოდ კენია, ევა მენდესისთვის ცხოვრების სიყვარული, ესმერალდასა და ამანდასთვის კი მამა, რომელიც მშობელზე ბევრად უფრო მეტია. 
 
 ოსკარის  რიგით 96-ე დაჯილდოების ცერემონიაზე,  წინა ადგილებს  სწორედ მსახიობის უდიდესი გულშემატკივრები, შვილები იკავებდნენ:

„ისინი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩემს ცხოვრებაში. მათ ძალიან უნდოდათ მეთამაშა  ფილმში „ბარბი“. ამან ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. უამრავ მითითებას მაძლევდნენ და მე მათ ყველა შენიშვნას ვითვალისწინებდი".
 
კინოინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ცერემონიას  ტრადიციულად არ ესწრებოდა ევა მენდესი. სამაგიეროდ, საყვარელი მამაკაცის გამოსვლას სოციალურ ქსელში სახალისო ტექსტით გამოეხმაურა:
 
„რაიან, ხომ წაიყვანე კენი ოსკარზე?! ხოდა ახლა სახლში მოდი, ბავშვების დაძინების დროა“ - დაწერა ინსტაგრამზე მენდესმა.. 
 
ნოას როლის შემსრულებელი თავის ელის რეალურ ცხოვრებაში პირველად  2011 წელს ფილმზე სახელწოდებით „ადგილი ფიჭვნარში" მუშაობის დროს შეხვდა. მაშინ ვერც ერთი ვერ წარმოიდგენდა, რომ გადასაღებ მოედანზე დაწყებული ნაცნობობა - უსაზღვრი სიყვარულში გადაიზრდებოდა.  ერთმანეთი პირველი დანახვისთანავე ძალიან მოეწონათ და ეკრანზე არსებულმა ქიმიამაც რეალურ ცხოვრებაში მალევე გადმოინაცვლა.  პირველი პაემანი კალიფორნიაში, დისნეილენდის გასართობ პარკში შედგა. 

 „რა თვისებები მომწონს ყველაზე მეტად ქალებში? ევა მენდესი! სხვა არაფერი მაქვს მოსაძებნი. ზუსტად ვიცი, რომ იმ ადამიანის გვერდით ვდგავარ, ვის გვერდითაც უნდა ვიყო“,- აღნიშნავს გოსლინგი. 
 
ჟურნალისტის კითხვაზე, როდის აპირებდნენ ის და რაიანი დაქორწინებას, ევა მენდესმა ასეთი პასუხი გასცა:
 
და ვინ თქვა, რომ ეს აქამდე უკვე არ გავაკეთეთ? ასეთი ამბების საიდუმლოდ შენახვა მიყვარს“
 
ამბობენ, რომ ქორწინების იდუმალი ცერემონია 2022 წელს შედგა.  აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ დროს გაიკეთა ევა მენდესმა მაჯაზე ესპანური წარწერა, რომელიც ქართულად ასე ჟღერს: „რაიან გოსლინგის ევა მენდესი“.. 
 
მენდესსა და გოსლინგს პირველი შვილი 2014 წელს, მეორე კი 2016 წელს შეეძინათ.
 
„შვილების ყოლა არასდროს მინდოდა, მაგრამ მერე რაიანს შევხვდი და ყველაფერი შეიცვალა“,- ამბობს მენდესი.
 
შვილების ყოლის შემდეგ, ევა მენდესმა კარიერაში შესვენება აიღო და გადაწყვიტა მთელი დრო მათი აღზრდისთვის დაეთმო.  2017 წელს ოქროს გლობუსის ცერემონიაზე, როდესაც რაიან გოსლინგმა საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში გაიმარჯვა, სცენიდან საყვარელ ქალს ამ სიტყვებით მიმართა:
 
"ქალი, რომელიც მიყვარს, ჩვენს ქალიშვილს ზრდიდა, მეორეზე ორსულად იყო და ცდილობდა, ძმასკიბოსთან ბრძოლაში დახმარებოდა. მას რომ ეს ყველაფერი არ გაეკეთებინა, დღეს ამ სცენაზე ჩემს ნაცვლად, რა თქმა უნდა, სხვა ვინმე იდგებოდა".
 
 
წყვილმა უკვე დიდი ხანია, გადაწყვიტა, რომ თუ სურდათ, ოჯახში მშვიდი ატმოსფერო შეენარჩუნებინათ, ჟურნალისტებთან და მედიასთან პირად ურთიერთობაზე ბევრი არაფერი უნდა ეთქვათ.  ამიტომაც ევა მენდესი არასდროს ესწრება ღონისძიებებს რაიანთან ერთად..  სოციალურ ქსელებში მისი და გოსლინგის ერთობლივი ფოტოები უიშვიათესად ვრცელდება...  თუმცა, ისინი ერთმანეთს ყოველთვის გვერდში უდგანან და წყვილის გარდა საუკეთესო მეგობრებიც არიან... 
ევა მენდესი და რაიან გოსლინგი უკვე 13 წელია, რაც  ერთად ცხოვრობენ, ორ შვილს ზრდიან და დროსბედნიერად ატარებენ...  კითხვაზე, რა არის მათი ბედნიერების საიდუმლო - ასე პასუხობენ:
 
„არაფრის დამალვას არ ვცდილობთ. უბრალოდ ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ ხალხი ბედნიერებას ანადგურებს. ამიტომ, რაც უფრო ნაკლები ეცოდინებათ ადამიანებს თქვენ პირად ცხოვრებაზე, უკეთესია..“

 

ასევე ნახეთ:

თუ კვირის ამ დღეს ვალს დააბრუნებთ, შეიძლება ახალი ვალის აღება მოგიწიოთ - კიდევ რას აქცევდნენ ყურადღებას ჩვენი წინაპრები

„შვილი მომიკლეს, კუჭს დაუწყია ლპობა...“ - თურქეთის კლინიკაში გაკეთებული კუჭის ოპერაციის შემდეგ ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა