„რა არის ეს ცხოვრება... ვერასოდეს ვიფიქრებდი და ყველაზე ფერად სიზმარშიც კი ვერ დამესიზმრებოდა...“ - ზაზა შენგელია ნუცა ბუზალაძეზე

ზაზა

ქართველი მომღერლის, ნუცა ბუზალაძის გამოსვლა, საკუთარ გვერდზე ამერიკელმა პოპ-მომღერალმა ლაიონელ რიჩიმ გააზიარა:

„როცა ვამბობთ, რომ წლიდან წლამდე ჩვენ სულ უფრო ნიჭიერი კონკურსანტები გვყავს, არ ვტყუით" ,- დაწერა ლაიონელ რიჩიმ.

ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებელი, ზაზა შენგელია ნუცა ბუზალაძის მიერ გავრცელებულ ამ სასიხარულო ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„აი, მართლა რა არის ეს ცხოვრება, ვერასოდეს ვიფიქრებდი და ყველაზე ფერად სიზმარშიც კი ვერ დამესიზმრებოდა, რომ გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩემი ერთ-ერთი მუსიკალური კერპი, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჰიტის “All Night Long”-ის ავტორი, რომლის მუსიკაზეც მსოფლიოს ყველა კონტინენტზე თაობები გაიზარდნენ, სულ რაღაც 40 წლის შემდგომ ქართველ მუსიკოსზე ასეთ სიტყვებს დაპოსტავდა: “როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ყოველ მომდევნო წელს უფრო უკეთესი ტალანტები გვყავს, ეს არის სრული სიმართლე, რადგან ნუცა ბუზალაძე მხურვალებას შემატებს კვირის საღამოს.”

ლეგენდარული ლაიონელ რიჩი, რომ პერსონალურად პოსტს მოგიძღვნის, ეს უკვე უზარმაზარი აღიარებაა ნუცასთვის და რა თქმა უნდა საქართველოსთვის“,- წერს ზაზა შენგელია.