გელა ბარკალაია მიმართვას ავრცელებს
1764877955
სტრიმინგ-სერვისი Netflix კინოსტუდია Warner Bros.-ს 82.7 მილიარდ დოლარად ყიდულობს. შესაბამისი ინფორმაცია კომპანიებმა პრესრელიზში გაავრცელეს.
„დღეს Netflix-ი და Warner Bros. Discovery აცხადებენ, რომ მიღწეულია საბოლოო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც Netflix-ი იძენს Warner Bros.-ს, მათ შორის მის კინო- და ტელესტუდიებს, HBO Max-სა და HBO-ს“, - ნათქვამია განცხადებაში.
Netflix-ში აღნიშნეს, რომ ეს გარიგება აერთიანებს „საუკეთესო სტრიმინგ-სერვისს Warner Bros.-ის საუკუნოვან მემკვიდრეობასთან“. ახლა Warner Bros.-ის სერიალები და შოუები (კერძოდ, „დიდი აფეთქების თეორია“, „სოპრანოს კლანი“, „სამეფო კარის თამაშები“, „ჰარი პოტერი“, „მეგობრები“ და DC Comics) Netflix-ის კატალოგში გამოჩნდება.