მსოფლიო მოდის ბაზარზე ტირანოზავრი რექსის „ტყავისგან“ დამზადებული ჩანთები გამოვა

მოდის ბაზარზე ტირანოზავრი რექსის „ტყავისგან“ დამზადებული ჩანთები გამოვა

რამდენიმე კომპანია გაერთიანდა იმისთვის, რომ მოდის ბაზარზე ტირანოზავრი რექსის (Tyrannosaurus rex) „ტყავისგან“ დამზადებული პრემიუმ კლასის ჩანთები გამოვიდეს.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება ტირანოზავრი რექსის ნამდვილი ტყავი. მას ლაბორატორიაში შექმნიან, ის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტად და ბუნებრივი ტყავის ალტერნატივად უნდა იქცეს.

პროექტის ირგვლივ გაერთიანდნენ სააგენტო VML, ბიოტექნოლოგიური კომპანიები Lab-Grown Leather Ltd და The Organoid Company. ისინი აპირებენ შექმნან ახალი მასალა ტირანოზავრის გაქვავებული კოლაგენის მეშვეობით. მეცნიერები ახალ მასალას ხელოვნურად შექმნილი დნმ-ის საფუძველზე დაამზადებენ. ნამდვილი ტირანოზავრის ტყავის მიღება შეუძლებელია, რადგან მისი დნმ არ არსებობს. სპეციალისტები მის ხელოვნურად შექმნას ტირანოზავრის ძვლებში აღმოჩენილი კოლაგენის საფუძველზე აპირებენ.

კომპანიები, რომლებიც ამ პროექტზე მუშაობენ აღნიშნავენ, რომ ლაბორატორიაში შექმნილი ახალი ტყავი არა მარტო ერთგვარ ისტორიას მოიცავს, არამედ ის მოდის ინდუსტრიაში მეტი ეთიკურობის შეტანას გულისხმობს. კომპანიები აღნიშნავენ, რომ ახალი ტყავის მეშვეობით დატვირთვა გარემოზე შემცირდება.