მსოფლიო მედია ჯონი დეპის ახალ სასიყვარულო ურთიერთობაზე ალაპარაკდა

ჯონი დეპი და ვლასოვა

მსოფლიო მედია ჯონი დეპის ახალ სასიყვარულო ურთიერთობაზე ალაპარაკდა. უცხოური გამოცემების ცნობით, ვარსკვლავის ამჟამინდელი რჩეული რუსი მოდელი, იულია ვლასოვაა.

იულიას შესახებ საერთაშორისო პრესაში ბევრი არაფერია ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, ვლასოვას ჩეხეთში სილამაზის სალონი აქვს გახსნილი, რომელსაც თავად მართავს.

პაპარაცებმა ისინი პირველად ლონდონში დააფიქსირეს. წყვილი ერთად სეირნობდა.

თავად ჯონი დეპსა და მის რჩეულს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

სოციალური ქსელის მომხმარებლები, იულიას  მსახიობის ყოფილ მეუღლეს, ემბერ ჰერდის ამსგავსებენ.

აღსანიშნავია, რომ ემბერ ჰერდთან სკანდალური სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, რომელიც ოჯახურ ძალადობას შეეხებოდა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მედია  ჯონი დეპის რომანზე ალაპარაკდა.