მისმა ქმარმა იცის, როგორია ქეთა... - მომღერლის დედა სიძესა და შვილის გაუხმაურებელ დეტალებზე

qeTa

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ქეთა თოფურია ძალიან პოპულარულია. ის საზოგადოების ნაწილს ძალიან მოსწონს და მისი ცხოვრებაც მუდამ ყურადღების ცენტრშია. ქეთაზე დედამისი, ნატა ბუცხრიკიძე საუბრობს.

„საქართველოში ყოველწლიურად ჩამოვდივართ. მე ზაფხულობით სამ თვეს სახლში ვატარებ, ზამთარში თბილისში ვარ“.

მისი თქმით, ქეთამ ლევთან ხელმოწერა მოკრძალებულად ჩაატარა.

„ქეთას აღარ უნდოდა დიდი ქორწილი. თეთრი სადედოფლო კაბა, რომელზეც ყველა გოგო ოცნებობს, პირველი ქორწინებისას უკვე ეცვა“,- ამბობს ჟურნალ „სარკესთან“ ქეთას დედა.

- როგორ რეაგირებს ქეთა, როცა ოკუპანტი ქვეყნის სცენაზე გამოდის და მას ამის გამო აკრიტიკებენ?

– რა თქმა უნდა საწყენია და გულიც გვტკივა, მაგრამ შევეჩვიეთ და ვცდილობთ ყურადღება არ მივაქციოთ. ქეთა არავისზე ნაკლები ქართველი არ არის. არავისზე ნაკლებად არ უყვარს თავის სამშობლო. ყველა მოვლენის საქმის კურსშია და ძალიან განიცდის, თუ საქართველოში რამე ცუდი ხდება.

ის ასევე საუბრობს თუ როგორი დედაა ქეთა.

„გიჟი დედაა, როგორი დაღლილიც არ უნდა იყოს კონცერტის მერე, კონცერტის შემდეგ თუ სხვა ქალაქშია, ღამეს არ გაათევს სასტუმროში და იმავე ღამეს მოფრინავს, რომ შვილებს ჩაეხუტოს. დილით ადრე დგება, აცმევს, აჭმევს, უცვლის . რასაც ძიძა აკეთებს იმავეს აკეთებს ქეთა. უნდა მრავალშვილიანი დედა იყოს. თვითონ მარტო გაიზარდა, სულ ოცნებობდა და ან ძმა ჰყოლოდა. წელს ოლივიას დაბადების დღე ჩვენს აგარაკზე წყნეთში გადავიხადეთ. ჩემმა სიძემ თავისი ხელით შეწვა მწვადები და სტუმრებს გაუმასპინძლდა“,- ამბობს ნატა.

 

ასევე ნახეთ: 

👉 მილიონერი თოშა ქებურიასა და მოდელი ქეთა ჟღენტის ოჯახში სიახლეა (ფოტოები)

👉 4 წლის ბავშვმა ავტომობილი მოიპარა, ორ მანქანას შეასკდა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა (ნიდერლანდები)

👉 ვინ არის კაცი, რომელმაც წყალტუბოს სანატორიუმის ფოტოს NFT ჯიმ ქერის მიყიდა