მედია: კეტი პერი და ორლანდო ბლუმი დაშორდნენ

კეტი პერი და ორლანდო ბლუმი

მედიის ინფორმაციით, მომღერალი კეტი პერი და მსახიობი ორლანდო ბლუმი თითქმის 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ.

გამოცემები წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ წყვილის ურთიერთობა ბოლო თვეების განმავლობაში დაძაბული იყო და დაშორება გასაკვირი არავისთვის ყოფილა. ამის მიზეზებად პერის ახალი ალბომის და ტურის კრიტიკასაც ასახელებენ, რის გამოც მომღერალი სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ასევე, წერენ, რომ უთანხმოება წყვილში პერის კოსმოსში ხანმოკლე მოგზაურობამაც გამოიწვია.

ოფიციალური კომენტარი დაშორების შესახებ წყვილს არ გაუკეთებია. არსებული ინფორმაციით, ეს პერის ტურის დასრულების შემდეგ მოხდება. ამასთან, ცნობილია, რომ ბლუმმა და პერიმ მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.

40 წლის პერიმ და 48 წლის ბლუმმა ერთმანეთი 2016 წელს, ოქროს გლობუსის ცერემონიის შემდეგ გაიცნეს. 2019 წლიდან ისინი დანიშნულები იყვნენ. წყვილს 4 წლის ქალიშვილი დეიზი დავი ჰყავს.