„მანქანაზე მხვდებოდა ყვავილები და წერილები“ - დათო გომართელი უცნობი თაყვანისმცემლის შესახებ

დათო

მომღერალ, დათო გომართელს, თაყვანისმცემელი ფარულად საჩუქრებს უგზავნიდა. - ამის შესახებ ის გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ საუბრობს. 

„კი მყავდა ასეთი თაყვანისმცემელი, თუმცა ახლა აღარ ჩანს, ეტყობა გათხოვდა ის გოგო. დიდი ხანი გრძელდებოდა, SMS-ებს, ყვავილებს მიგზავნიდა, ნახატიც გამომიგზავნა, რაღაც პერიოდი მანქანაზეც მხვდებოდა ყვავილები და წერილები. ვერ გავიგე ვინ იყო. ვეუბნებოდი შევხვდეთ-თქო და არაფრით არ გამოვიდა კონტაქტზე. არც სახელი მითხრა, შეიძლება ნაცნობი იყო“,- ამბობს დათო გომართელი.