პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნიუ-იორკში მცხოვრები ნუცა შანშიაშვილი თავის ნაფიქრს, ვიდეობლოგების სახით, ფეისბუქზე, ხშირად უზიარებს მკითხველს. ამჯერად მომღერალი გარდაცვალების თემას შეეხო.
ნუცა შანშიაშვილი: როდესაც ადამიანს ახლობელი გარდაეცვლება, ვერ ეტყვი, რომ არ იტიროს.
რა ხდება, როდესაც ამ ქვეყნიდან ახალგაზრდები მიდიან?
25 წლის მეგობარი ავარიით რომ გარდამეცვალა, მახსოვს, მაშინ ამბობდნენ, ის მძღოლი რომ არ ყოფილიყო, იქ რომ არ წასულიყო და ასე შემდეგ.
ჩვენ ვერაფერს შევცვლით. ასეთი სინანულები ფუჭია. უბრალოდ არაფერი ხდება. ყველაფერი, რაც ადამიანს მოსდის, გარდაუვალია. სულს თავისი გზა აქვს. დედამიწაზე გარკვეული მისიითა და გამოსწორებისთვის ჩამოდის. შემდეგ ის გადის სულის გზას, ავადმყოფობა იქნება და თუ სხვა რამ, სიკვდილის ჩათვლით, ეს მისი სულის გამოსწორებისთვისაა. ყველა ინდივიდუალურად გადის ამ პროცესს, გზას.
ამიტომ როდესაც შეძრულები ვყვირით, სად ხარ ღმერთო და რატომ მომივლინე ეს განსაცდელიო, არასწორია. ყველა სული თავიდანვე მის მიერ არჩეული გზით მოდის მიწაზე. ვთქვათ, აბორტის დროს ჩასახული ბავშვის სულის გეგმაშიც იყო ის, რომ ასე მუცელში ჩასახლებულიყო, რომ შემდეგ ამგვარად გადასულიყო სხვა ეტაპზე.
ჩვენს შემეცნებაში არსებული უზარმაზარი ინფორმაცია არის ანულირებული, დახურული. ვერ ჩავწვდებით ამ ყველაფერს.
კოსმოსურ უსასრულობასთან შედარებით დედამიწა ყველაზე დაბალი იერარქიაა. ღვთაებრივი სინათლისკენ მიმავალი გზა კი უკვდავია. ამიტომ ყოველი წუთი მაქსიმალურად უნდა დავაფასოთ, რაგან არ ვიცით, ჩვენი სულის მიერ დაგეგმილი რა პროცედურა ჩაუტარდება ჩვენს სხეულს.