„პსჟ“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
1769717347
ინტერნეტში გავრცელდა პირველი კადრები სემ მენდესის მიერ დაგეგმილი მასშტაბური პროექტიდან, რომელიც ლეგენდარული ჯგუფის, The Beatles-ის ისტორიას ეძღვნება.
კადრები მაყურებელს პირველად აძლევს საშუალებას, დაინახოს, როგორ გარდაისახნენ თანამედროვე კინოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობები მუსიკის ისტორიაში ყველაზე გავლენიან ფიგურებად.
ჯონ ლენონის როლში ვხედავთ ჰარის დიკისონს, პოლ მაკარტნის განასახიერებს პოლ მესკალი, ჯორჯ ჰარისონის როლი ჯოზეფ ქვინს ერგო, ხოლო რინგო სტარის სახეს ბარი კეოგანი ატარებს.