13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
მე ამ რეზოლუციას, ისევე როგორც წინა რეზოლუციებს, ამოვბეჭდავ, „დავაშრედერებ“ და ნაგავში გადავაგდებ. სამწუხაროდ, ამ დოკუმენტებს ღირებულება არ აქვს, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ მორიგ რეზოლუციაზე საუბრისას.
მისი განცხადებით, ხელისუფლების სურვილი იყო ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის დოკუმენტების გამოყენება, თუმცა, ეს რეზოლუცია „ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ფურცლებია“, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის, მაკულატურაში გადაგდებით უფრო მეტ ღირებულებას იძენს.
„ჩვენ სურვილი გვქონდა, რომ საერთო მიზნებთან დაკავშირებით, მაქსიმალურად გვეთანამშრომლა და მათ შორის, დოკუმენტები გამოყენებული ყოფილიყო ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის, თუმცა, ვნახეთ, რომ ეს ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ფურცლები იყო, მეტი არაფერი, რომელსაც საქართველოსთვის არანაირი ფასი არ აქვს. რაც გავუკეთე წინა რეზოლუციებს გითხარით და იმავეს გავუკეთებ - ნაგავში არა, მაკულატურაში ვაგდებთ და ვიყენებთ შემდეგ უკეთესი მიზნებისთვის, რომელსაც მეტი ღირებულება აქვს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. შვიდი რეზოლუცია იყო საქართველოს შესახებ და ეს იქნება მერვე“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის განხილვა ხვალ გაიმართება.