13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დასრულდა.
ვიზიტის ფარგლებში, გეკა გელაძე შეხვდა ყაზახეთის პრეზიდენტს - კასიმ-ჟომარტ ტოკაევს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებს სხვადასხვა მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან სატრანზიტო როლზე და შუა დერეფნის განვითარების ხელშესაწყობად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე.
მინისტრი დელეგაციასთან ერთად ყაზახეთში კოლეგის მიწვევით იმყოფებოდა. ერჟან სადენოვთან შეხვედრაზე მხარეებმა სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ორი ქვეყნის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორობის გაღრმავებას ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით - მათ შორის, ნარკოდანაშაულის, კიბერდანაშაულისა და სხვა არსებული გამოწვევების მიმართულებებით.