ლანა დელ რეიმ კონცერტი მოულოდნელად შეაჩერა - რა მოხდა სცენაზე

ლანა დელ რეი

ცოტა ხნის წინ ლანა დელ რეიმ ბრაზილიაში კონცერტი ჩაატარა და გულშემატკივრებს კიდევ ერთი დაუვიწყარი სანახაობა შესთავაზა. თუმცა, მომღერალმა მსმენელებისა და სოციალური ქსელების ყურადღება სხვა რამის გამოც მიიპყრო. ლანა დელ რეიმ კონცერტი  მოულოდნელად შეაჩერა, როცა მიხვდა, რომ სცენაზე ელექტრო სიგარეტი დაკარგა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მომღერალმა მსმენელებს კონცერტის შეჩერების მიზეზი მაშინვე შეატყობინა და მათ დახმარებაც სთხოვა.

„ხედავთ ჩემს ელექტრო სიგარეტს სცენაზე? შეგიძლიათ, სცენაზე ჩემი ელექტრო სიგარეტი იპოვოთ?" - მიმართა ლანა დელ რეიმ კონცერტის მაყურებლებს.

ერთ-ერთმა გულშემატკივარმა, რომელიც სცენის წინ იდგა, ლანა დელ რეის მიანიშნა, რომ მისი ელექტრო სიგარეტი იპოვა. თუმცა, მომღერალი იმედგაცრუებული დარჩა, რადგან ელექტრო სიგარეტი პატარა ორმოში იყო ჩავარდნილი და ვეღარ გამოიყენებდა.

კონცერტიდან ამ მომენტის ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება, სოციალური ქსელების მომხმარებლები კი ლანა დელ რეის ფანებთან უშუალო დამოკიდებულების გამო აქებენ.