10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
1746818326
დღეს, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა-რეზო ხეცურიანმა, მარიკა კოპალიანმა, გიორგი გუგავამ ყვავილებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ქალაქ ცაგერში.
გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, კულტურის ცენტრთან არსებულმა მამაკაცთა ანსამბლმა ,,სალაღობომ" და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,ლეჩხუმმა" მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცაგერის ,,დიდების მუზეუმში" ომის თემაზე წარმოდგენილი გამოფენა დაათვალიერეს და
მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლის, პაატა ლეთოდიანის ლექციას დაესწრნენ.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 1000 ლარს მიიღებენ.ნ