სათხილამურო კურორტის საბაგიროზე ავარიის შედეგად, 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა (უცხოეთი)
1737227675
ჰოლივუდის 52 წლის ვარსკვლავმა, კამერონ დიასმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ათი წელი, რომელიც მან სამსახიობო კარიერის გარეშე გაატარა, საუკეთესო იყო მის ცხოვრებაში, - იუწყება SkyNews-ი.
მან ეს გადაწყვეტილება 2014 წელს მიიღო. დიასის თქმით, ეს დრო ოჯახთან გაატარა და საკუთარი თავის პოვნას დაუთმო.
„მე ეს მომწონდა. ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო ათი წელი იყო“, - განაცხადა დიასმა და აღნიშნა, რომ ის თავისუფალი იყო და შეეძლო ყოფილიყო უბრალოდ დედა, მეუღლე და განმარტოებულად ეცხოვრა.
დიასი და ბენჯი მედენი 2019 წელს მათ პირველი შვილი ეყოლათ. გოგონას რედიქსი დაარქვეს. 2024 წლის მარტში მეორე შვილის მშობლები გახდნენ. მათ ვაჟი შეეძინათ, რომელსაც კარდინალი დაარქვეს.
ათწლიანი პაუზის შემდეგ დიასის დებიუტი Netflix-ის ფილმში, Back in Action შედგება, სადაც მსახიობი ჯეიმი ფოქსს გაუწევს პარტნიორობას. ფილმის პრემიერა 2025 წლის იანვარშია დაგეგმილი.