ჯეიმს ბონდის ახალ სერიაზე „ჰარი პოტერის" და „ადამიანი-ობობას" პროდიუსერები იმუშავებენ

jeims bondi

კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სრულმეტრაჟიანი ფილმების სერია გრძელდება - ჯეიმს ბონდის ახალ სერიაზე „ჰარი პოტერის" და „ადამიანი-ობობას" პროდიუსერები იმუშავებენ. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

Amazon MGM Studios-ში განაცხადეს, რომ ემი პასკალი და დევიდ ჰეიმანი ჯეიმს ბონდის ახალ სერიაზე იმუშავებენ. კომპანიაში განაცხადეს, რომ პასკალი და ჰეიმანი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, ცნობილი და პატივსაცემი კინოპროდიუსერები არიან. ჯერჯერობით უცნობია ვინ შეასრულებს ყველაზე ცნობილი აგენტის როლს.

პირველი ფილმი ჯეიმს ბონდზე 1962 წელს გამოვიდა.