გახმაურებული ლუქები Met gala-დან

ბლეიქ ლაივლი

მაისის პირველი ორშაბათი მოდის  სამყაროსთვის  განსაკუთრებული დღეა - ამ დროს ცნობილი სახეები მეთ გალაზე იკრიბებიან და მსოფლიოს გაოცებას ორიგინალური კოსტიუმებითა და აქსესუარებით ცდილობენ. 
 
მოდის  ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ექსტრავაგანტურ და გახმაურებულ მოვლენას ტრადიციულად ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს.  
 
ყოველ წელს ორგანიზატორები მეთ გალასთვის ერთ კონკრეტულ თემას ირჩევენ. თემის გათვალისწინებით  არსებობს  ე.წ. დრესკოდი. მთავარი საღამოს შემდეგ კი, იხსნება კოსტიუმების გამოფენა, რომელიც დაახლოებით ხუთ თვეს გრძელდება.
 
მეთ გალას ისტორია 1937 წლიდან იწყება. თავდაპირველად ის საქველმოქმედო ხასიათის იყო, 70-იანი წლებიდან კი ღონისძიებამ სანახაობრივი დატვირთვაც შეიძინა. არსებობის მანძილზე მეთ გალას ბევრი გახმაურებული კოსტიუმი ახსოვს. 
 
ერთ-ერთი მათგანია მერილინ მონროს ბრილიანტებით მორთული საკულტო კაბაა,  რომლითაც კიმ კარდაშიანი 2022 წელს მეთ გალაზე წარდგა. ეს სამოსი მონროს 1962 წელს სიმღერის, სახელწოდებით „დაბადების დღეს გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო“ შესრულებისას ეცვა.  მის მოსარგებად  რეალითი შოუს ვარსკვლავს  7 კილოგრამის დაკლება დასჭირდა.  კარდაშიანი კაბის დაზიანებაში არაერთხელ დაადანაშაულეს, თავად კიმი კი გავრცელებულ ბრალდებებს უარყოფს. 
 
გამონაკლისი არც 2021 წელი იყო - კიმ კარდაშიანი მეთ გალაზე მეთ გალაზე ქართველ დიზაინერთან, დემნა გვასალიასთან ერთად მივიდა.  ღონისძიებაზე ორივე მათგანს შავი სამოსი ეცვა და სახე ამავე ფერის ნიღბით ჰქონდა დაფარული . როგორც მოგვიანებით გაირკვა, კოსტიუმების ინიციატორი დემნა გვასალია იყო.  ქართველი დიზაინერის თქმით, მან  ამ ჩაცმულობით საზოგადოებას აჩვენა, თუ როგორ გამოიყურებოდა სამყარო პანდემიის შემდეგ. 
 
არანაკლები გამოხმაურება მოჰყვა გასულ წელს მეთ გალაზე ბლეიქ ლაივლის  მიერ მორგებულ ვერსაჩეს კაბას. მისმა სამოსმა პირდაპირ წითელ ხალიჩაზე განიცადა ტრანსფორმაციას.  „ლაივლიმ ყველა დაჩრდილა“ - ასე შეაფასა საერთაშორისო მედიამ მსახიობის ჩაცმულობა.
 
2015 წელს Met Gala-ს დედოფლად  რიანა აღიარეს. ბარბადოსელმა მომღერალმა ჩინელი დიზაინერის, გუო პეი-ის ყვითელი ფუმფულა კაბა მოირგო. რიანას ეს კოსტიუმი საზოგადოების განხილვის საგანი დიდი ხნის განმავლობაში იყო. 
 
2019 წელს ჯენიფერ ლოპესის მიერ მეთ გალისთვის შერჩეულმა სამოსმა მოდის კრიტიკოსებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.  ჯეილომ ვერსაჩეს კრისტალებით გაფორმებული კაბა და თავსაბურავი მოირგო. ანსამბლს რომელსაც ბრილიანტის სამკაულები შეუხამა. 
 
ამავე წელს განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ასევე კეტი პერიმ, რომელიც ფოტოგრაფებისა და ჟურნალისტების წინაშე მოსკინოს სვაროვსკის თვლებით გაფორმებული მოკლე კაბითა და ნამდვილი ჭაღით წარდგა.  ამის გამო მომღერალს სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ზედმეტ სახელად „სანათი“ შეარქვეს. 
 
2019 წელი გამორჩეული იყო ლედი გაგასთვისაც. საერთაშორისო მედიამ მომღერლის მიერ შერჩეული კოსტიუმები სიტყვებით - მეთ გაგა შეაფასა.

მიზეზი ის 4 განსხვავებული სამოსი გახდა, რომელიც არტისტმა წითელ ხალიჩაზე მოირგო. 
 
2015 წელს კი ბიონსემ თამამი გადაწყვეტილება მიიღო და  არჩევანი ჟივენშის ნახევრად გამჭვირვალე კოსტიუმზე შეაჩერა. 

ქენდალ ჯენერმა კი სტილის ნამდვილი დედოფლის სტატუსი 2021 წელს დაიმსახურა. მეთ გალას წითელ ხალიჩაზე ის ნახევრად გამჭვირვალე და კრისტალებით გაფორმებულ ჟივენშის კაბით გამოჩნდა.
 
ახლა კი მოდის სამყარო მეთ გალა 2023-სთვის ემზადება - ღონისძიება გერმანელი დიზაინერის, კარლ ლაგერფელდის ხსოვნას მიეძღვნება. მოდის სამყარო წითელ ხალიჩაზე ჰოლივუდის ვარსკვლავების გამოჩენას მოუთმენლად ელის.