1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი, დემნა გვასალია კამპანიასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ Vogue-სთან ვრცელ ინტერვიუში საუბრობს და ამბობს, რომ ნანობს არასწორი გადაწყვეტილების მიღებას.
ბრენდი გასულ წელს კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, რადგან Balenciaga ბავშვების სექსუალიზებაში დაადანაშაულეს. ბრენდმაც და დემნაცამ ბოდიში საჯაროდ მანამდეც მოიხადეს.
„ეს იყო ჩემი დიდი შეცდომა. ვერ მივხვდი, რამდენად შეუსაბამო იქნებოდა ამ ობიექტების [სურათზე] დაყენება და ბავშვის შუაგულში ყოფნა. სამწუხაროდ, ეს იყო არასწორი აზრი და ცუდი გადაწყვეტილება ჩემგან. ჩვენ არ უნდა გამოგვესახა ბავშვები სურათებში, რომლებიც მოიცავდა მათთან შეუსაბამო ობიექტებს. არავის, მათ შორის არც მე არ დამიყენებია საკითხი, რომ ეს შეუსაბამო იყო.
იყო საკონტროლო პროცესები, ჩართული ხალხი - შიდა და გარე - მაგრამ ჩვენ უბრალოდ ვერ შევამჩნიეთ რა იყო პრობლემური. ძალიან ვნანობ ამას", - თქვა დემნამ.
მისი თქმით, შეცდომაზე ისწავლეს ის, რომ ახალ ნებისმიერ ფოტოს უფრო დააკვირდებიან და მეტი ყურადღებით შეამოწმებენ.
"ამის გამო მინდა, ბოდიში მოვიხადო. გულწრფელად ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა და პატიებას ვთხოვ ყველას, ვინც ამით დაზარალდა", - თქვა დემნამ.
ინტერვიუში დემნა ამბობს, რომ მსგავსი რამ, არასდროს იქნება მისი „პროვოკაციული ხასიათის" ნაწილი და რომ მისთვის ყველაზე რთული იყო იმის გააზრება, რომ ვერ დაინახა პრობლემა.