„ძალიან დიდ ტკივილს განვიცდი“ - თამარ გვერდწითელი

tamar gverdwiteli

მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა. იგი ავარიაში მოყვა და მძიმე მდგომარეობაში იყო. მომღერლის გარდაცვალებას მთელი საქართველო გლოვობს.

მომღერალი თამარ გვერდწითელი მეგობრის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, კიდევ ერთი ლამაზი მუსიკალური ეპოქა დასრულდა.

„ძალიან ადრე წავიდა... საოცარი მომღერალი, მუდამ კეთილგანწყობილი და დიდი გულის საუკეთესო ადამიანი მამუკა ონაშვილი. დასრულდა კიდევ ერთი ლამაზი მუსიკალური ეპოქა მამუკას სახით. ძალიან დიდ ტკივილს განვიცდი... თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახს და სრულიად საქართველოს. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი“, - წერს გვერდწითელი.