Doja Cat-ს პარიზის მოდის კვირეულზე სახე და სხეული სვაროვსკის 30 ათასი კრისტალით ჰქონდა დაფარული

Doja Cat

Doja Cat-ი პარიზის მოდის კვირეულზე უჩვეულო კოსტიუმით მივიდა. 

ტელეარხის ცნობით, მომღერალი Schiaparelli-ს ჩვენებას დაესწრო. მას წითელ კაბა ეცვა, ტანზე წითელი საღებავი ესვა. კოსტიუმი ასევე სვაროვსკის 30 ათას კრისტალს ითვალისწინებდა, რომლებიც მომღერლის სხეულს ფარავდა.

კაბის ავტორი Schiaparelli-ს კრეატიული დირექტორი დენიელ როსბერია. ეს Schiaparelli-ს გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ნაწილია, რომლის შთაგონების წყაროც დანტეს „ღვთაებრივი კომედია“, კერძოდ კი მისი პირველი ნაწილი - „ჯოჯოხეთი“ გახდა. Doja Cat-ს კოსტიუმის მორგებაში ვიზაჟისტი პეტ მაკგრატი და მისი გუნდი ეხმარებოდა, რომლებსაც ამისთვის თითქმის 5 საათი დასჭირდათ.