„ჩვენი დაუდევრობის გამო მოხდა ეს... თითქმის ყველაფერი გავყიდე პირადი ნივთებიდან“- ნინელი ჭანკვეტაძე რთულ პერიოდზე

chankvetadze

მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ პირად ცხოვრებაზე საუბრობს. როგორც გაირკვა, ცნობილი მსახიობი წლების მანძილზე ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა. თუ რა იყო ამის მიზეზი, ამ ტემაზე თავად ნინელი საუბრობს.

„ეს მოხდა ჩვენი დაუდევრობის გამო. მე და ზაზას სახლები გვქონდა, კიდევ არსებობდა სხვა სახლები და არასდროს გვიფიქრია, რომ ოდესმე სახლის გარეშე დავრჩებოდით. იმ პერიოდში შვილი არ გვყავდა და ალბათ, უფრო უდარდელად გვამყოფა ამ საკითხმაც. იმ პერიოდში კინოსტუდიაში ნაწილდებოდა ბინები და თავისთავად, მე და ზაზას გვეკუთვნოდა. ზაზა მივიდა რეზო ჩხეიძესთან და უთხრა, ბატონო რეზო, ჩვენ შვილი არ გვყავს, სახლი გვაქვს და მოდით სხვას მივცეთ, ვისაც უფრო სჭირდებაო... მერე 90-იან წლებში ძალიან გაგვიჭირდა. ანა გაჩნდა... იყო თვეები როცა ქირის გადახდა არ შეგვეძლო და მეგობრები გვეხმარებოდნენ. ყველაფერი გავყიდე პირადი ნივთებიდან, მაგრამ ამაზე არც ვფიქრობ. ადამიანზე მთავარი არაფერია.