„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე რეჟისორ ქეთი დოლიძესთან დაპირისპირების შესახებ დიდხნიანი პაუზის შემდეგ გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ საუბრობს.
„მე და ქეთის ის ურთიერთობა რაც გვქონდა, აღარ გვექნება არასდროს, ორივე აღზრდილი ადამიანები ვართ და მე მგონი, ისიც არ უნდა მომხდარიყო, რაც მოხდა. ჩემმა დუმილმა ბევრი რამ გააკეთა, როცა მე არ ავყევი არც ერთ ჟურნალისტს და არც ქეთის რეპლიკებს. მე ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ამ ჭკუაზე დადგებოდა - ახლა რომ ამბობს, თურმე ნინელი არაფერ შუაში ყოფილა. საწყენია, ეს თავში რატომ არ იცოდა, ჩვენ ძალიან ახლობლები ვიყავით. მე ქეთი ძალიან მიყვარს იქიდან გამომდინარე, რომ მრავალი წელი გაგვიტარებია ერთად და მე ამ ურთიერთობას ხაზს ვერ და არ გადავუსვამ. ძალიან ბევრი კარგი წუთები მახსოვს ერთად გატარებული ჭირში და ლხინშიც.
წყენა ძალიან ცოტაა.. თუ შენ ვიღაც ჟურნალისტის გჯერა და ჩემზე ფიქრობ, ისეთ რამეს, რაც არ უნდა იფიქრო, ესეიგი ფასი არ აქვს ჩვენს მომდევნო ურთიერთობას... ის ყოველთვის იქნება, თუ რამე გაუჭირდა ჭირში და ლხინში რასაკვირველია, იქ ვიქნები“. - ამბობს ნინელი ჭანკვეტაძე.
ცნობისთვის, ქეთი დოლიძესა და ნინელი ჭანკვეტაძის დაპირისპირება დოლიძის „თუმანიშვილის თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას უკავშირდება.
ნინელი ჭანკვეტაძის თქმით, „შეიძლება იყო კარგი რეჟისორი და არა კარგი ხელმძღვანელი“.
„ნინელი ჭანკვეტაძე უკვე აღარ არის ჩემი მეგობარი. ერთი სიკვდილი მაშინ გავათავე, მაგის კომენტარი რომ მოვისმინე იმპერატიული ტონით. უბედნიერესი ადამიანი ვარ, იმიტომ, რომ ეს განსაცდელი ღმერთმა გამომიგზავნა, რომ დამენახა ვინ ვინ არის და თურმე ნახევარ საქართველოზე მეტს მართლა ვუყვარვარ. ნინელიმ ადგა და უბრალოდ წყნარად და მშვიდად დაისამარა თავი. ის, რაც იწერება ნინელიზე... მე გული მწყდება რა უქნა ამ ადამიანმა თავის თავს.“, - განაცხადა 2017 წელს ქეთი დოლიძემ „იბერიას“ პირდაპირ ეთერში.