"ჩემმა ღვიძლმა ძმამ "მახარამ" - ახალი ღვიძლი მახარა. 25-ში ერთნი ვხდებით" - დათო ევგენიძეს გიორგი მახარაშვილის ღვიძლს გადაუნერგავენ

dato

"25-ში ერთნი გავხდებით" - წერს ფეისბუქზე გიორგი მახარაშვილი და კლინიკის წინ, დათო ევგენიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. 

მუსიკოსები სტამბულში არიან, დათო ღვიძლის გადასანერგად ემზადება. როგორც სოციალურ ქსელში, მუსიკოსების სტატუსებიდან ვიტყობთ, გიორგი დათოს დონორია და უფროს კოლეგასა და შვილის ნათლიას, თავისი ღვიძლი უნდა გადაუნერგოს.

დათოს და გიორგის გამამხნევებელ კომენტარებს უწერენ":

"უდიდესი ისტორიის დასაწყისი. წარმატებები, ჯენტლემენებო" - ნინო ქათამაძე. 

"ღვიძლი ძმა გეყოლება, დათო" -  ნანა გიორგობიანი.

"ჯანმრთელად დაბრუნდით ორივე" - თემურ თათარაშვილი.

"წარმატებები" - კახა მამულაშვილი. 

აი, როგორ გვიყვება ამ ამბავს გარითმულად თავად დათო. 

"თუ არ გაქვს გონორი - ვერ გახდები დონორი." 

"ჩემმა ღვიძლმა ძმამ მახარამ - ახალი ღვიძლი მახარა. აღდგომა მოდის, იხარეთ, ცამ მადლი გადმოგვაყარა."

"ოპერაციის მერე აკრძალული გვაქვს ალკოჰოლი და გადავწყვიტეთ თითო ჭიქა ჩაგვერტყა."

"მე გვერდით მყავს მახარა, მზის ამოსვლა მახარა."

ამდენად, 25 აპრილს სტამბულის კლინიკაში, BAU MedicalPark Goztepe-ში დათო ევგენიძე ღვიძლის ტრანსპლანტაციას იკეთებს. მშვიდობით დაბრუნება მუსიკოსსა და პოეტს.