პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დათო ევგენიძის მეუღლე, ნინო ჟვანია იხსენებს ეპიზოდს, როცა აღმოჩნდა, რომ მუსიკოსი მერვე ხარისხის კომაში იყო.
„იყო ასეთი ფაქტი – დათომ წითელ პარასკევს დაიძინა და კვირას, აღდგომა დღეს გაიღვიძა. ზოგადად, დათოს არ უყვარს ძილი, ოთხი საათი მისთვის საკმარისია და პარასკევს რომ დაიძინა და საღამომდე ეძინა, კი გამიხარდა, ვიფიქრე, ცოტას დაისვენებს-მეთქი, მაგრამ საღამოს რომ ვეღარ გავაღვიძე, ძალიან შემეშინდა. გამოვიძახე სასწრაფო, გადავიყვანეთ საავადმყოფოში და აღმოჩნდა, რომ მერვე ხარისხის კომაში იყო. იმ წუთებში, ვერაფერზე ვფიქრობდი, არ მინდოდა, ცუდზე მეფიქრა. დათომ იმდენჯერ ჩახედა სიკვდილს თვალებში, ამბობს: სიკვდილი ჩემი მეგობარიაო, მაგრამ მე სიკვდილის მეშინია და მეგობრობა კი არა, ფიქრიც არ მინდა მასზე…“ - თქვა „თბილისელებთან“ ნინო ჟვანიამ.