პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
Vetements-ი კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალიას უმცროსი ძმა გურამია. 37 წლის დიზაინერმა The New York Times-თან ისაუბრა ძმასთან მეტოქეობაზე, მადონასთან თანამშრომლობაზე და კარიერულ ამბიციებზე.
გურამი ამბობს, რომ ბოლო ხუთი თვეა მუშაობს მადონასთან უახლესი ტურის კოსტიუმებზე, რომელიც ცოტა ხნით გადაიდო, რადგან მადონა საავადმყოფოში მოხვდა. გურამმა ერთობლივი ფოტოც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში და დაწერა, რომ დიდ პატივად და პრივილეგიად მიაჩნია მისთვის კოსტიუმების შექმნა.
ცნობილია, რომ მადონამ ერთ დროს დიზაინერ ჟან-პოლ გოტიეს ბედი შეცვალა, მასთან თანამშრომლობით. ახლა გურამსაც იმედი აქვს, რომ ეს თანამშრომლობა ძალიან დიდ შედეგებს მოიტანს სამომავლოდ.
გურამი Vetements-ის კრეატიული დირექტორის პოსტზე 2021 წლიდან არის. აქამდე ის ძირითადად იმით იყო ცნობილი, რომ დემნა გვასალიას ძმაა - "ბალენსიაგას" კრეატიული დირექტორის.
"ჩვენ ვქმნიდით სამოსს და ვაკეთებდით იმას, რაც სწორად მიგვაჩნდა. ყველაფერს ვაკეთებდით ერთად. არ იყო ასე, რომ შენ დიზაინერი და მენეჯერი ხარ, მე - მწმენდავი..."
გურამი ამბობს, რომ დადგა დრო, ცნობილი ძმის ჩრდილიდან გამოვიდეს. "ჩემი ძმა 6 წლით არის უფროსი. ადრე მას ცხოვრებაში განსაზღვრული შესაძლებლობები ჰქონდა. თუმცა თუ იმას გავითვალისწინებთ, სად ვარ მე ახლა და სად იყო ჩემი ძმა ამ ასაკში, ვფიქრობ, მე საერთო ჯამში გაცილებით დიდი წინსვლა მაქვს".
ასევე ნახეთ:
⇒ შტორმი და ზოგან სეტყვა - როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
⇒ „10, 19 და 28 ივლისი“ - ასტროლოგები გვაფრთხილებენ რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეებში
⇒ როგორი იქნება ეს კვირა ასტროლოგების პროგნოზით