რომელი დღეები იქნება ყველაზე წარმატებული მიმდინარე კვირას და როდის ვიყოთ ფრთხილად - ასტროლოგების პროგნოზი

ასტროლოგია

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე წარმატებული და როდის უნდა ვიყოთ შედარებით ფრთხილად:

10 ივლისი

ასტროლოგების თქმით, ამ დღეს ადამიანებს კომუნიკაცია განსაკუთრებით კარგად გამოსდით. ამიტომაც, თუ დიდი ხანია, ვინმესთან დალაპარაკება, საკითხების გარკვევა გსურთ, სწორედ ეს დღე აირჩიეთ. ბევრად დიდი შანსია, რომ ეს მოლაპარაკება თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდეს და თავი ბედნიერად იგრძნოთ. დაუკავშირდით იმ ადამიანებს, რომლებთანაც ურთიერთობა დაგეძაბათ და თუ თქვენთვის ეს ურთიერთობა მნიშვნელოვანია, დალაპარაკებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგით.

11 ივლისი

ამ დღეს შესაძლოა, ენერგიისა და მოტივაციის დაქვეითება იგრძნოთ, ყველაფერი ისე არ გამოვიდეს, როგორც გეგმავდით და ამის გამო შფოთვა მოგემატოთ, მაგრამ ნუ იდარდებთ. გახსოვდეთ, რომ წინ უამრავი შესაძლებლობა და იღბლიანი დღეა. ხანდახან დაბრკოლებები აუცილებელია, რომ ძალები აღვიდგინოთ და ვნახოთ, სწორი გზით მივდივართ, თუ უნდა შევცვალოთ რამე.

12 ივლისი 

ეს დღე შეგახსენებთ, რომ დიდი ხნით პასუხისმგებლობების არიდება კარგი არჩევანი არ არის. თუკი რაიმე საქმე თაროზე შემოდეთ, შუა გზაში მიატოვეთ და არ დაასრულეთ, შესაძლოა, სწორედ ამ დღეს შეგახსენოთ თავი. თუმცა, საკმარისი ენერგია და შემართება გექნებათ, რომ ეს დაწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოთ და მნიშვნელოვანი სარგებელიც ნახოთ.

13 ივლისი

ამ დღეს სამყაროს ადამიანების განსაკუთრებით კარგად ესმის და იმ ქცევებსა თუ ქმედებებს, რასაც ისინი ახორციელებენ, აირეკლავს და უკან დააბრუნებს. იყავით კეთილგანწყობილი, გაუწოდეთ ადამიანებს დახმარების ხელი და სამყარო ამ სიკეთეს უკან ორმაგად დაგიბრუნებთ.

14 ივლისი

ეს დღე ახალ შესაძლებლობას მოგცემთ, რომ განვითარდეთ და წარმატებას მიაღწიოთ. დატოვოთ ძველი საქმე, რომელსაც აღარც ბედნიერება მოაქვს და არც ფინანსური სარგებელი და თქვენი ცხოვრების სულ ახალი თავი დაიწყოთ. აღნიშნულ დღეს კარგად დააკვირდით შეთავაზებებს, ინიციატივებს. შესაძლოა, თქვენთვის ძალიან ხელსაყრელი და მნიშვნელოვანი წინადადება მიიღოთ.

15 ივლისი

ამ დღეს შესაძლოა, უმოტივაციობა იგრძნოთ, წარსულში დატოვებული ურთიერთობები თუ ადამიანები გაგახსენდეთ, ან კიდევ, პირისპირ შეხვდეთ მათ და სტრესულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. განვითარებაზე ხელს ნუ ჩაიქნევთ და არც ახალ შესაძლებლობებზე თქვათ უარი. რთული დღეები აუცილებლად დასრულდება და კვლავ იპოვით მოტივაციას, რომ ის გააკეთოთ, რაც თქვენთვის სასარგებლოა.

16 ივლისი

ეს დღე მშვიდ გარემოში გაატარეთ, დაისვენეთ და ძალები აღიდგინეთ. იმისათვის, რომ წინსვლა განაგრძოთ, საკუთარ თავზეც უნდა იზრუნოთ და დრო იმას დაუთმოთ, რაც ყველაზე მეტად გიყვართ და გსიამოვნებთ.

ასევე ნახეთ:

„10, 19 და 28 ივლისი“ - ასტროლოგები გვაფრთხილებენ რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეებში

9800 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება - ნახეთ მისამართები

„წახვედი შენს საყვარელ დედასთან...“ - ახლობლები სვანეთში დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან