ბრედ პიტის სახლი გაძარცვეს

ბრეტ პიტი

ლოს-ანჯელესში, ლოს-ფელიზის უბანში მდებარე ბრედ პიტის სახლი გაძარცვეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, სავარაუდო ძარცვა ოთხშაბათს, 25 ივნისს, დაახლოებით 22:30 საათზე მოხდა. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილები „სახლში წინა ფანჯრიდან შეიჭრნენ და სხვადასხვა ნივთი წაიღეს“.

ეჭვმიტანილების ვინაობა ჯერ არ გასაჯაროებულა.

61 წლის პიტი სავარაუდოდ ძარცვის დროს სახლში არ იმყოფებოდა. მსახიობი ამ დროს „F1: The Movie“- ს საერთაშორისო პრესტურნეს მართავდა.

მსახიობი ბოლოს, 23 ივნისს, ლონდონის ლესტერ სკვერში, ფილმის ევროპულ პრემიერაზე გამოჩნდა.

მანამდე, ნიკოლ კიდმანისა და კიტ ურბანის ლოს-ანჯელესში მდებარე სახლი ვალენტინობის დღეს გაძარცვეს. 

ასევე, ტომ ჰენკსისა და რიტა უილსონის ლოს-ანჯელესში მდებარე სახლი გასულ წელს, 2024 წლის 5 აგვისტოს, გაძარცვეს.