ბიონსეს დედა შვილიშვილებზე ნერვიულობს - „მე რომ არჩევანის უფლება მქონდეს, მათ, როგორც ბავშვებს არ ექნებათ იმასთან შეხება, რასთანაც აქვთ“

ბიონსეს დედა

71 წლის თინა ნოულსი შვილიშვილებზე - 13 წლის ბლუ აივიზე და 7 წლის ტყუპზე - რუმიზე და სერზე ბიონსეს და Jay-Z-ის პოპულარობის გამო ნერვიულობს.

„მე რომ არჩევანის უფლება მქონდეს, მათ, როგორც ბავშვებს არ ექნებათ იმასთან შეხება, რასთანაც აქვთ. ერთ დღეს ისინი წაიკითხავენ უმეცრებას მათ [მშობლების] შესახებ, რომელსაც ადამიანები ავრცელებენ და მე მართლა განვიცდი ამის გამო“, - განაცხადა ნოულსმა და აღნიშნა, რომ ბიონსე და Jay-Z არაჩვეულებრივი მშობლები არიან.

ნოულსმა აღნიშნა, რომ მას ქალიშვილებისთვის (ბიონსე და სოლანჟი) არანაირი პროფესია არ დაუძალებია და მუსიკა მათი არჩევანი იყო.

„ეს მათი გადაწყვეტილებაა. ისინი დაიბადნენ იმისთვის, რომ არტისტები იყვნენ. ერთადერთი, რაც უნდოდათ, ეს იყო ცეკვა, სიმღერა და შესრულება“, - აღნიშნა ნოულსმა.

რაც შეეხება ინტერნეტში გავრცელებულ ნეგატიურ ინფორმაციებს, ნოულსის თქმით, მის ქალიშვილებს შეუძლიათ, რომ მსგავს ინფორმაციებს დიდი ყურადღება არ მიაქციონ.

„განიცდიან თუ არა ამის გამო? დიახ, თუმცა ისინი დიდხანს ამაზე არ კონცენტრირდებიან“, - განაცხადა ნოულსმა.