„არც კი ვიცი, რა ჰქვია ჩვენს ურთიერთობას, მეგობრობაზე მეტია" - რას წერს ნიკოლოზ რაჭველი ნატო მეტონიძეზე

რაჭველი

კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში მომღერლის, ნატო მეტონიძის შესახებ პოსტს აქვეყნებს

"ეს ფოტო წლების წინ არის გადაღებული ვენის სამედიცინო კლინიკაში, სადაც გართულებების შემდეგ დამატებითი ოპერაცია გახდა ჩემთვის საჭირო, საკმაოდ რთული. ნატომ ჯერ ხომ კარდაკარ იარა საჭირო დაფინანსების მოსაპოვებლად, მერე კი წამომყვა და იყო ჩემი პატრონი, დღე და ღამე თავზე რომ მედგა და მივლიდა...

არც კი ვიცი, რა ჰქვია ჩვენს ურთიერთობას, მეგობრობაზე მეტია, ტყუპი დაძმობა უფრო შეესატყვისება ალბათ, რადგან მაგალითად გემოვნებაში გვაქვს 99 კი არა 100 პროცენტიანი დამთხვევა… ასევე, მგონია, რომ ყველაზე სხვანაირი სიღრმე აქვს ბგერაში და ამიტომ გამოსდის ყანჩელი ყველაზე მაგრად!დღეს მისი დაბადების დღეა, მე არ ვარ ახლოს, რომ შინ დავადგე და მაგრად ჩავეხუტო, ამიტომ შორიდან საჯაროდაც (და ცხადია პირადადაც) ვულოცავ, საუკეთესოზე საუკეთესო სურვილებით! ნატო მეტონიძეს გაუმარჯოს!!!",- წერს რაჭველი.