„ადამიანების მეშინია, რადგან არასოდეს იცი, რას უნდა მოელოდე მათგან“- ლოლა წერეთელი

Lola wereteli

 მომღერალი ლოლა წერეთელი ჟურნალ ,,თბილისელებთან" მის ცხოვრებაზე და გრძნობებზე საუბრობს.  ბლიცინტერვიუში მომღერალი ყველაზე სამახსოვრო ეპიზოდებს იხსენებს:

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

 

– მეშინია...

– სიმართლე გითხრათ, ადამიანების მეშინია, რადგან არასოდეს იცი, რას უნდა მოელოდე მათგან. რომ ამბობენ, მკვდრების მეშინიაო, მე პირადად ცოცხალი ადამიანების უფრო მეშინია, რომ არ მაწყენინონ, ცუდი არ გამიკეთონ ან რაიმე არ დამიშავონ.

– ჩემთვის უპატიებელია...

– ღალატი და ტყუილი. არის ხოლმე ისეთი სიტუაცია, როცა რამის თქმას გაჩუმება სჯობს, ყოველ შემთხვევაში, ტყუილს. ცუდი თვისებაა, როცა ღალატობ და ატყუებ. ადამიანად უნდა დარჩე ამ სამყაროში და ღალატი არ უნდა გაივლო გულში.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– მამას რჩევები მახსოვს, ის იყო ჩემი იდეალი ადამიანი, როგორც მამა, როგორც მეუღლე, როგორც ბაბუა. ჩემთვის ყველაფერში საუკეთესო იყო, ბევრ რჩევას მაძლევდა და თითოეული მათგანი ყოველთვის მადგებოდა ხოლმე. ხშირად მეუბნებოდა: არასოდეს იყო ბოროტი, არ იფიქრო ფულზე და თავად შექმენი შენი პატიოსანი სახელი, რომელსაც მოუფრთხილდები. ჯერ უნდა იყო ადამიანი და შემდეგ მომღერალიო.