80 წლის ლეგენდარული ალ ბანო თბილისს ეწვევა

al bano

ლეგენდარული იტალიელი მომღერალი - AL BANO თბილისს ეწვევა. მრავალი ჯილდოს მფლობელი 80 წლის ტენორი ქართველი მსმენელის წინაშე სოლო კონცერტით წარდგება. 

კონცერტი 24 ნოემბერს, 20:00 სთ-ზე, საქველმოქმედო ფონდი "ცხოვრება მშვენიერიას" 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ტარდება, ყველა თაობის საყვარელ და ლეგენდარულ მუსიკოსს კი, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი უმასპინძლებს. 

ალ ბანო პირველად წარდგება ქართველი მსმენელის წინაშე.

უტყუარი ხმა, ფართო დიაპაზონი და სრულყოფილი ინტონაცია, ასე მოკლედ შეიძლება შეფასდეს ალ ბანო კარისის შესაძლებლობები, რომელიც მუსიკალურ ასპარეზზე ჯერ კიდევ წინა საუკუნის 70-იან წლებში გამოვიდა. 1967 წელს მან ჩაწერა  მისი ერთ-ერთი ულამაზესი სიმღერა "Nel sole", რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს მის  თაყვანისმცემლებში.  რეკორდულმა წარმატებამაც არ დააყოვნა, გაიყიდა მილიონ სამასი ათასი ასლი. იმავე წელს ალ ბანომ მონაწილეობა მიიღო  Rolling Stones–ის იტალიურ ტურნეში.

Al Bano-ს ალბომები, მუდმივად იყო ჩარტების ლიდერი ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ავსტრია, საფრანგეთი, ბელგია, შვეიცარია, გერმანია, ესპანეთი და  სამხრეთ ამერიკა.

მისი მსოფლიო აღიარება და წარმატება აისახა დამსახურებული ჯილდოებითაც, 26 ოქროს და 8 პლატინის ჩანაწერი. 1980 წელს მან მოიპოვა Kawakami Award ტოკიოში (იამაჰას პოპ ფესტივალზე). 1982 წელს გერმანიაში მიიღო ოქროს ევროპის ჯილდო, რომელიც გადაეცემა ყველაზე მეტი ჩანაწერის გაყიდულ არტისტს. 1982 წელს ალ ბანომ  აბსოლუტური რეკორდი დაამყარა იტალიაში, ჩარტებში ერთდროულად ოთხი სიმღერით. 1984 წელს მან გაიმარჯვა სან რემოს ფესტივალზე სიმღერით "There will be", მეუღლესთან რომინა პაუერთან ერთად.

80 წლის შემსრულებელი დღესაც ისეთივე აქტიურია, როგორც გასულ საუკუნეში და დღემდე სიამოვნებით ახარებს თაყვანისმცემლებს საკუთარი უზადო საშემსრულებლო მანერით. 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

„როცა დიასახლისი სახლს ალაგებს და თან გულში ლოცულობს, იცოდეთ, მაშინ მთლიანად სახლის კურთხევა ხდება“ - ბერი პაისი

„ფეხით სიარულში რომ ჩაგეთვალოთ, გარეთ უნდა იაროთ და არა სამზარეულოდან საძინებლამდე...“ - გულიკო ჩაფიძის რჩევები

ბიჭებს მხიარული და თბილი გოგონები მოსწონთ“ - კვლევა, რომელზეც ზურა მხეიძე ჰყვება