„ბიჭებს მხიარული და თბილი გოგონები მოსწონთ“ - კვლევა, რომელზეც ზურა მხეიძე ჰყვება

zura

ფსიქოლოგი ზურა მხეიძე ერთ-ერთ ლექციაზე ჰყვება კვლევაზე, თუ რა მოსწონს ძლიერ სქესს სუსტში.

„ახალგაზრდა გოგონები და ბიჭები გამოვიკვლიეთ და რეიტინგში პირველ ადგილას გავიდა ორი თვისება, რაც ბიჭებს გოგონებში ყველაზე ძალიან მოსწონთ - მხიარული და თბილი. ასე გამოვიდა.

როგორია, გაიცნო თბილი და მხიარული და გახდეს - აღარც თბილი და აღარც მხიარული? ლექციაზე ვსაუბრობ, სტუდენტი ზის, ესემესებს წერს და ეს რომ ვთქვი, შემომხედა, ხელი დააჭირა და მივხვდი, რომ ყველა მინაწერი წაშალა. რატომ-მეთქი? და მიპასუხა: მაგაზე არ მიფიქრია, ჩემს შეყვარებულს სულ ვეწუწუნებიო. მიხვდა, რა ემოციას ტოვებს მუდმივი წუწუნი. ანუ სულ ნეგატივს ტოვებ. და მერე გიკვირს, ურთიერთობა სად გაქრაო?

ხელოვნებაა, თქვენ იცით, რა ემოცია აღძრათ, რა ემოცია გჭირდებათ და იღებთ იმ შედეგს, რაც გინდათ, რომ მიიღოთ. სხვა შემთხვევაში შედეგს ვერ მიიღებთ. თუ ამაში ადამიანები ერკვევიან, წარმოიდგინეთ, რომ ურთიერთობაში ერკვევიან," - ამბობს ზურა მხეიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

ნახეთ ფოტო, რომელსაც დიდხანს ველოდით - კლინიკიდან მამა თეიმურაზის ფოტო ვრცელდება

83 წლის ფრანგულის მასწავლებელს ოცნება აუხდა – ნახეთ, საფრანგეთში გადაღებული ემოციური კადრები

სად იცხოვრებს ხვიჩა რჩეულთან ერთად - ფეხბურთელის ჯვრისწერის ექსკლუზიური დეტალები