UFC-ის სკანდალური საქმის ახალი დეტალები - დაკავებულია კიდევ ორი პირი
1782335648
კამერონ დიასისა და ბენჯი მედენის ოჯახში სასიხარულო სიახლეა. ჰოლივუდის ვარსკვლავმა განაცხადა, რომ შვილი შეეძინა და დედა მეორედ გახდა.
სიახლის შესახებ კამერონ დიასმა გულშემატკივრებს სოციალური ქსელებიდან გაუზიარა.წყვილმა გადაწყვიტა, ახალშობილის ფოტოები საჯაროდ არ გაეზიარებინა. კამერონმა ინსტაგრამის გვერდზე ნახატი ატვირთა, რომელსაც აწერია: ,,A little bird wispered to me”, აღწერაში კი აღნიშნა:
„მოხარულები ვართ, გაცნობოთ, ჩვენი ვაჟის, კარდინალ მედენის დაბადების შესახებ. ის საოცარია და ბედნიერები ვართ, რომ აქაა. მისი უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის გამო, ფოტოებს არ გამოვაქვეყნებთ, მაგრამ ნამდვილად საყვარელია." - დაწერა კამერონ დიასმა.
აღსანიშნავია, რომ 51 წლის მსახიობი მუსიკოსზე ბენჯი მედენზე 2015 წელს დაქორწინდა. 2019 წელს კი მათ ქალიშვილი შეეძინათ. ამის შემდეგ კამერონ დიასი აქტიურ სამსახიობო კარიერას ჩამოშორდა და მთელ დროს შვილსა და საკუთარ ბიზნესს უთმობდა.
View this post on Instagram