2005 წლის შემდეგ პირველად, The Rolling Stones ახალ ორიგინალურ ალბომს უშვებს

The Rolling Stones

ცნობილი ინგლისური როკჯგუფი The Rolling Stones 2005 წლის შემდეგ პირველად, ახალ ორიგინალურ ალბომს გამოუშვებს. ალბომი, სახელწოდებით Hackney Diamonds, მიკ ჯაგერისა და კიტ რიჩარდსის ბოლო წლებში დაწერილ კომპოზიციებს გააერთიანებს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

„შეიძლება ახალი ალბომი უმთავრესად ჰაკნიზეა [ლონდონის უბანი], მაგრამ ეს გლობალური მასშტაბის მომენტია, რომლის გაზიარებაც გვსურს ჩვენი ფანებისთვის მთელ მსოფლიოში", - წერია ბენდის გავრცელებულ განცხადებაში.

Hackney Diamonds ლეგენდარული როკჯგუფისთვის რიგით 24-ე ბრიტანული და 26-ე ამერიკული სტუდიური ალბომი იქნება. უკანასკნელ წლებში The Rolling Stones-მა ქავერებისა და ლაივ ჩანაწერების რამდენიმე კრებულიც გამოუშვა, თუმცა, ახალ და ორიგინალურ სიმღერებს ბოლოს 2005 წელს მოუყარა თავი ალბომში A Bigger Bang.

„ახალი ეპოქის" დაწყება კი ბენდმა ჯერ კიდევ გასულ კვირას დააანონსა. მაგრამ ხმები, რომ მუსიკოსები ახალ სიმღერებზე მუშაობდნენ, დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა.

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ჯგუფის, The Rolling Stones-ის, ისტორია ექვს ათწლეულზე მეტს ითვლის. ბენდი 1962 წელს, ლონდონში ჩამოყალიბდა და მას შემდეგ დიდი როლი ითამაშა თანამედროვე როკმუსიკის ტენდენციების განსაზღვრაში.

200 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით, The Rolling Stones დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბენდად. ჯგუფის ანგარიშზეა გრემის სამი ჯილდო, ასევე გრემის პრიზი კარიერაში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისთვის. The Rolling Stones-ის სახელს შეხვდებით როკ-ენ-როლი. 

ასევე ნახეთ:

VIDEO: „იპოვეს ერთი ცხედარი“ - რა ვითარებაა ახლა სტიქიის ზონაში (კადრები თურქეთიდან)

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

„აღმოსავლური სილამაზისა და სულიერების გული” - რა კადრებს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე