ზვავის ჩამოწოლის შედეგად, მამაკაცი დაიღუპა (აშშ)

ზვავი

აშშ-ში, კოლორადოში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, 57 წლის მამაკაცი დაიღუპა, რომელიც თხილამურებით სრიალებდა. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

57 წლის მამაკაცი თოვლის ქვეშ დაახლოებით 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, ის საკუთარმა მეუღლემ იპოვა. მაშველებსაც სწორედ მეუღლე დაუკავშირდა, რადგან კაცმა დაიგვიანა.

მაშველების განცხადებით, მამაკაცი დაახლოებით 1 მეტრის სიღრმეზე იყო თოვლში ჩამარხული.