„ქარბუქი, თოვლი, შტორმი...“ - საქართველოში ამინდი უარესდება
1737142875
ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოკითხვებშიც კი ვერ მიიღეს მონაწილეობა. თუ რაიმე ფაქტი ჰქონდათ, მათ შეეძლოთ მისვლა პროკურატურაში და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, თუმცა ვერ გაბედეს გამომდინარე იქიდან, რომ არავითარი ფაქტი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ან თუნდაც რაიმე არსებით მანიპულაციასთან დაკავშირებით არ არსებობს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაქოში, ჟურნალისტებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამის დასტურია სახალხო დამცველის განცხადებაც.
„მან ერთი მარტივი რამ მოითხოვა, წარმოადგინონ ფაქტები და მტკიცებულებები. ჩვენც ვითხოვთ ზუსტად იმავეს, ვითხოვთ ფაქტების, მტკიცებულებების წარმოდგენას. ამის მაგივრად, ჩვენ ვიღებთ სრულიად აბსურდულ განცხადებებს, 300 000, ხან 200 000, ხან 400 000 ხმის გაყალბებასთან დაკავშირებით და ა.შ. რასაც არავითარი საფუძველი არ აქვს. ეს არის ერთგვარი მითური განცხადებები და ვერსიები, რომლებიც მოკლებულია რაიმე მყარ საფუძველს და სწორედ ამის გამო არიდებენ თავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პროკურატურაში მისვლას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.