„ქარბუქი, თოვლი, შტორმი...“ - საქართველოში ამინდი უარესდება
1737142875
ფლორიდაში მცხოვრებ საბავშვო წიგნის ავტორს და მის ქმარს ბავშვებზე ძალადობისთვის პატიმრობა მიუსაჯეს. ისინი ნაშვილებ შვილებზე ძალადობდნენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, წყვილმა დანაშაული უკვე აღიარა. მათ საპროცესო შეთანხმება დადეს. შეთანხმების თანახმად, ჯენიფერ ვოლფთალს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მის ქმარს კი 10 წელი.
ჯენიფერი არის საბავშვო წიგნის, A Real Friend-ის ავტორი, რომელიც გამომცემელმა გაყიდვიდან უკვე ამოიღო.
წყვილი ბავშვზე ძალადობის ბრალდებით 2021 წელს დააკავეს. ძალადობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მამამ ბავშვი საავადმყოფოში მიიყვანა. ბავშვს დაუდგინეს პნევმონია, სტაფილოკოკური ინფექცია და ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, წყვილი ბავშვს არ აჭმევდა, მას ჰქონდა მრავლობითი სისხლჩაქცევა, კანის ინფექცია და რამდენიმე ღია ჭრილობა.
გამომძიებლებმა გამოკითხეს სხვა შვილებიც, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ცოლ-ქმარი მათ დასისხლიანებამდე სცემდა, ცივ წყალს ასხამდა და საწოლში ისე აწვენდა, შემდეგ კი საძინებლის კარს კეტავდა.
წყვილმა ბავშვები 2014 წელს იშვილა.