ზუგდიდში ქალს მანქანა დაეჯახა

ავარია ზუგდიდში

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე, ქვეითთა გადასასვლელზე შუა ხნის ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქვეითი მძიმედ დაშავდა.

დაშავებული ქალი კლინიკაში გადაყვანისას კონტაქტური იყო.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და პოლიციის ეკიპაჟები.

მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტით გადაადგილება დროებით შეიზღუდა.