წყალი 10 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„25 სექტემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილის ქ. N94-თან ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 25 სექტემბრის დილის 10:00 საათიდან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში:

ბეჟანიშვილის, ქართლის, ღრმაღელის, თმოგვის და დაისის ქუჩებს შესახვევებით.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.