„მერაბმა ტრამპს უთხრა...“ - რას წერს გიორგი გაბუნია?
1749370399
ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ალერტკარში 36 წლის პირმა ვ. შ.-მ მეზობელი დანით დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაჭრილის შვილი ავრცელებს, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
„მეზობლები მდგარან და საუბრობდნენ და ეს მისულა ჩემზე საუბრობთო და მამა დაჭრა ქვედა კიდურების არეში“. - ამბობს „პრაიმტაიმთან“ დაჭრილის შვილი.
ამ წუთებში დაჭრილი მამაკაცის სახლში პოლიცია იმყოფება. სამართალდამცველები იმყოფებიან იმ კაცის სახლშიც, რომელმაც მეზობელი დაჭრა.
„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს.